One

Edit

მუსიკა მოტივაციისთვის

შეგიძლიათ მოუსმინოთ ფონურ რეჟიმში

Add Your Heading Text Here

onestudio-removebg-preview

რა არის WordPress ძრავა

ამ ფოსტში ახლოდან გაგაცნობთ WordPress ძრავას და ვისაუბრებ მის დადებით და უარყოფით მხარეზე, თუმცა აქვე აღვნიშნავ რომ უარყოფითი მხარის ჩამონათვალს ნამდვილად ვერ გავაკეთებ და შეიძლება პ

პოსტის წერის პერიოდში ვერც კი გავიხსენო თუ რა აქვს უარყოფითი ამ ძრავს.
წლების წინ WordPress ასოცირებული იყო ბლოგის ტიპის საიტებთან და მისი ძირითადი გამოყენება სწორედ ბლოგპოსტების გამოსაქვეყნებლად ხდებოდა.წარსულზე ბევრი რომ არ ვისაუბროთ რა იყო და როგორ იყო გადმოვინაცვლოთ აწმყოში და ვეცდებით მაქსიმალურად გაგაცნოთ ის.
WordPress

ვორდპრესი 13 წლის წინ შეიქმნა და განვითარების რამდენიმე მნიშვნელოვანი საფეხური გაიარა. ადამიანთა უმრავლესობა ამ საფეხურებზე არასრულფასოვან ინფორმაციას ფლობს და შესაბამისად ვორდპრესთან დაკავშირებული მათი წარმოდგენები ძირითადად მცდარია.

პირველ რიგში – რატომ განვიხილავ ვორდპრესს და არა სხვა პლატფორმებს, როგორიცაა Joomla, Drupal, TYPO3 ან თუნდაც Ruby on Rails, Django, Laravel და ზოგადად – ვებ-პროექტის შესაქმნელად სასარგებლო ნებისმიერ ინსტრუმენტს?

დღეს, ვებში სასურველი პროექტის შესაქმნელად უამრავი ტექნოლოგია და მიდგომა არსებობს. არჩევანის გაკეთება რთულია. ტექნოლოგიის არჩევისას გადაწყვეტილება თეთრს და შავს შორის არასდროს კეთდება. ყოველთვის არის აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა IT სფეროს ამ დაუსრულებელ ომში რომ არ ჩავიკარგოთ, გთავაზობთ ასეთ განმარტებას:

ვორდპრესი სხვა ტექნოლოგიებისგან (იქნება ეს CMS, Framework თუ უბრალოდ პროგრამირების ენა) განსხვავდება იმით, რომ ის არის არა მხოლოდ ინსტრუმენტი დეველოპერის ხელში, არამედ არატექნიკური ადამიანებისთვის ნაცნობი და საყვარელი პლატფორმა.

მარკეტოლოგები, კონტენტ-მენეჯერები და მრავალი სხვა ადამიანი იცნობს ვორდპრესს. შესაბამისად, თუ Laravel არის ინსტრუმენტი, რომელიც მოთხოვნილი სამუშაოს რეალიზაციისთვის გამოიყენება, ვორდპრესი არის ინსტრუმენტი, რომელიც მოთხოვნილი სამუშაოს ნაწილია. მას კლიენტი ითხოვს – უნდა ის, რაც იცის. რათქმაუნდა, კლიენტის მოთხოვნა არ არის საკმარისი პლატფორმის ასარჩევად, მაგრამ ამაზე მოგვიანებით.

ამ პოსტების მიზანი არ არის თქვენი დარწმუნება ვორდპრესის სრულყოფილებაში. სრულყოფილი არაფერია და ვორდპრესსაც ბევრი სისუსტე აქვს. სრულყოფილება არ არსებობს. არსებობს მხოლოდ კონკრეტული პროექტისთვის საჭირო ინსტრუმენტი.

სანამ უშუალოდ ვორდპრესის განხილვაზე გადავიდოდეთ, მოკლედ განვმარტოთ ის მიზეზები, რომელთა გამოც ვორდპრესზე თუ ნებისმიერ სხვა ტექნოლოგიაზე კამათი და დავები არ სრულდება.

ჯანსაღი კამათი ყოველთვის საჭიროა, თუმცა ტექნოლოგიებთან დაკავშირებით უფრო მეტად რადიკალიზმთან, ფანატიზმთან და სიახლის შიშთან გვაქვს საქმე.

დეველოპერები, საქმიანობიდან გამომდინარე, გამოირჩევიან ლოგიკური, ანალიტიკური და თანმიმდევრული აზროვნებით. თუმცა, როდესაც საკითხი უკავშირდება ტექნოლოგიას და მის არჩევას, დიდი ნაწილი არასრულფასოვან ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს ნაჩქარევ დასკვნებს.

ეს გასაგებია – სფეროს მრავალფეროვნებიდან გამომდინარე შეუძლებელია ფლობდე აბსოლუტურ ინფორმაციას. თუმცა, ამას ემატება სიახლის და არარელევანტურობის შიში.

წარმოიდგინეთ, რომ ფლობთ კონკრეტულ ტექნოლოგიას. მის დასაუფლებლად გაიარეთ რთული, სტრესული, გრძელი გზა. მუშაობთ კომპანიაში, სადაც დაფასებული ხართ სწორედ ამ ცოდნის გამო. ამ ცოდნით გამოიმუშავებთ ხელფასს. იცით, რომ სწავლა და განვითარება მუდმივი პროცესია, თუმცა მთავარი სირთულე გავლილი გაქვთ და ახლა შედარებით მშვიდ ტემპში მიჰყვებით დინებას.

ამ დროს, თქვენთან მოდის უცხო ადამიანი და გიყვებათ ალტერნატიურ ტექნოლოგიაზე – როგორი კარგია, რა ძლიერი მხარეები და გაუმჯობესებები აქვს. რთულია მშვიდად, აუღელვებლად უსმინოთ ამბავს, თუ როგორ აღარ ნიშნავს არაფერს ის, რაც თქვენ აქამდე გისწავლიათ. როგორი მოძველებული, ვადაგასული და არაფრისმომცემია თქვენი ცოდნა ალტერნატივასთან შედარებით.

იწყება აღელვება, აქტიურდება თავდაცვის ინსტინქტი და ჯანსაღი კამათის მაგივრად იწყება სუბიექტური დავა. არგუმენტების მაგივრად ისმის რადიკალური განცხადებები – საუკეთესოა ან საშინელებაა, 100% ან 0%, ყველაფერი ან არაფერი, თეთრი ან შავი. ერთმანეთს ვუსმენთ იმიტომ, რომ ვუპასუხოთ და არა იმიტომ, რომ გავიგოთ.

ჯანსაღ კამათში თუ გამოვლინდება, რომ მართლაც “ის მეორე” ტექნოლოგია ჯობს, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მისი ათვისება უნდა დაიწყოთ? ისევ ის რთული და სტრესული პერიოდი უნდა გაიაროთ? ისევ კონკურენტუნარიანობაზე უნდა იფიქროთ?

რეალურად, ეს ასე არ არის. სხვადასხვა ტექნოლოგიის განხილვა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი პროფესია საფრთხის ქვეშ დგება. პირიქით – თუ არ განიხილავთ ალტერნატივას და მოდუნდებით, ჩაიკეტებით თქვენს თვალსაწიერში, საფრთხე მართლაც შეიძლება დაგემუქროთ.

ამ პოსტების წაკითხვა ასეთი მიდგომით უსარგებლო იქნება. არავინ გებრძვით. არავინ ცდილობს თქვენი პროფესიის მოკვლას. მოგვისმინეთ და შემდეგ განსაჯეთ.

ის, რომ მე ვორდპრესი მომწონს, არ ნიშნავს იმას, რომ მე ვარ Fanboy. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც “ვორდპრესის” ხსენების შემდეგ მოსმენა შეუწყვეტინებიათ საუბარი და პირდაპირ, უხეშად გადასულან სტერეოტიპების მტკიცებაზე:

  • ეგ ხომ ბლოგია?
  • ხშირად ტყდება
  • ნელია
  • დამწყებებისთვის კი…
  • მართლა ამბობ?
  • არა, ფული გვაქვს

და ეს არ ხდება მხოლოდ გამოუცდელ, არატექნიკურ ადამიანებთან. საქართველოს დიდ ორგანიზაციებშიც, სადაც IT დეპარტამენტი ჰყავთ, ხშირად დამჭირვებია ჯანსაღი ხედვის დაცვა. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, თუმცა ქართულ ბაზარზე უფრო მეტად შეიმჩნევა პროფესიონალიზმის ნაკლებობისგან გამოწვეული “არგუმენტები” ამა თუ იმ საკითხზე.

პირველ რიგში, ეს დამოკიდებულება უნდა გაქრეს. თუ ერთმანეთის მოსმენა შეგვიძლია ისეთ საკითხებზეც კი, რომელზეც ჩვენი აზრი გვაქვს ჩამოყალიბებული, შეიძლება მართლაც მივიდეთ ჯანსაღ აზრამდე. ჩემი მიზანი არ არის თქვენი დარწმუნება, ჩემი მიზანი არის ობიექტური ინფორმაციის მოტანა თქვენამდე.

მინდა ამ პოსტით მივმართო პოტენციურ კლიენტებს, რომლებიც ადრე თუ გვიან გადაწყვეტენ ვებსაიტის შექმნას. OneStudio გთავაზობთ WordPress ძრავას, რომელიც აღჭურვილია უამრავი ფლაგინით და ფუნქციით, რაც საშუალებას გვაძლევს დავაკმაყოფილოთ ნებისმიერი კლიენტის მოთხოვნა, ვორდპრესის საშუალებით თქვენ იღებთ მაქსიმალურ ხარისხს, ნებისმიერ რესპონსივს, ამ ყველაფერთან ერთად ზოგავთ ფინანსებს და დროს. გირჩევთ ვინც ასე არ ფიქრობთ გამოხვიდეთ იმ პერიოდიდან როცა პატარა ბავშვები ვორდპრესსზე ბლოგებს აწყობდნენ, დღეს ვორდპრესის შესაძლებლობები უსაზღვროა და ჩვენ თამამად შეგვიძლია გამოვიყენოთ პროფესიონალურ ვებგვერდის შექმნისთვის.

ამ ყველაფრის შემდეგ თუ თქვენსას არ იშლით, ბევრი ფული გაქვთ და გინდათ რომ ყველა სინტაქსი და პრეფიქსი თქვენთვის დაიწეროს, მაშინ შემოგთავაზებთ ჩვენს მიერ შედგენილ ვებსაიტს, რომელიც რამდენიმე ათასი და რამდენიმე თვის ლოდინი დაგიჯდებათ. წარმატებებს გისურვებთ.

ინფორმაციის ნაწილის წყაროა: pmblog.ge