One

Edit

მუსიკა მოტივაციისთვის

შეგიძლიათ მოუსმინოთ ფონურ რეჟიმში

Add Your Heading Text Here

onestudio-removebg-preview

როგორ უნდა შევქმნათ კარგი საიტი

 ეს ფოსტი არ ემსახურება დეველოპერებს რადგან თავს უფლებას არ მივცემ კოლეგებს საჯაროდ სწავლება დავუწყო რა როგორ უნდა გააკეთონ, ყველას თავისი განათლება, მეთოდი და ხედვა აქვს.
   მინდა გესაუბროთ პოტენციურ საიტის მფლობელებს, დღეს თითქმის არარსებობს წარმატებული ბიზნესი, ფოტოგრაფი და ზოგადად ინოვაციური იდეები ვებსაიტის გარეშე. ვებსაიტი გეხმარებათ გაასაჯაროოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია, გაყიდოდ სხვადასხვა პროდუქცია ონლაინ, გაუკეთოთ რეკლამა თქვენს პროდუქტს და შექმნათ სრულფასოვანი საქმიანობის იმიჯი.
   საიტის შექმნამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ თუ ვის ანდობთ თქვენი იდეის გაციფრულებას, ვებ დეველოპერი უნდა შეარჩიოთ პროფესიონალიზმით, შეაფასოთ მისი გემოვნება და დარწმუნდეთ მის პატიოსნებაში, რადგან საიტის დამზადების ხარისხხში დიდი წვრილი შეაქვს დეველოპერის პასუხისმგებლობას. უხარისხო საიტის დამზადება უფრო მარტივია რადგან ნაკლები დამუშავება ჭირდება ფაილებს, მაგალითად საიტზე განსათავსებელი ფოტოფაილი ძირითადად გხვდება .jpeg, .png და სხვა გავრცელებულ ფორმატებში, მაგრამ მისი წონა არც ისე პატარაა და ამ ფორმატის ფოტოების საიტზე განთავსების შემთხვევაში გვერდის წონა იზრდება, რაც ანელებს საიტის ჩატვირთვას, ამისთვის უნდა გამოიყენონ .webp ფორმატი რომელსაც გაცილებით დაბალი წონა და მაღალი ხარისხი აქვს. მაგალითების მოყვანა რომარ დავიწყო არის მსგავსი დეტალები რომელსაც დამკვეთი და მომხმარებელი ვერ ამჩნევს მაგრამ დეველოპერმა იცის ხარისხიანად იმუშავა თუ უხარისხოდ.
   საიტის დიზაინი აუცილებლად უნდა იყოს თემატური, უმჯობესია ყოველდღიური მოხმარების საიტისთვის გამოიყენოთ ნათელი ფერები, ლამაზი ფონტი და რაც მთავარია კონტენტის პოზიციები გაანაწილოთ მნიშვნელობის მიხედვით, ვგულისხმობ რომ რაც უფრო მეტად გინდათ რომ ნახონ მომხმარებლებმა განათავსოთ საიტის ზედა პოზიციაზე.
   საიტს აუცილებელია ქონდეს მხარდაჭერა ნებისმირი მოწყობილობის, ტელეფონის, პლანშეტის, კომპიუტერის და ეს არ არის ზოგადი… არის დეტალები რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული დეველოპერის მხრიდან რომ ყველა ტელეფონზე, ყველა პლანშეტზე და ყველა კომპიუტერზე მოერგოს დიზაინი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მობილურ ვერსიას, ვინაიდან დღეს მობილური ტელეფონით ინტერნეტს უფრო მეტი ადამიანი მოიხმარს ყოველდღიურად ვიდრე კომპიუტერით.
   ონლაინ მაღაზიის შემთხვევაში საიტზე უნდა გქონდეთ ყურადღება გამახვილებული რომ გარკვევით ჩანდეს პროდუქტის ფასი, ქონდეს დეტალური აღწერა, ნივთის ზომა/წინა/ფერი/ ტექნიკური მახასიათებლის ჩათვლით. ამასთან ერთად უმჯობესია თუ სიტყვიერად აღწერთ პროდუქტის საჭიროებას, ხარისხს, დიზაინს და პრაქტიკულობას, ეს დაგეხმარებათ მომხმარებლის დაინტერესებაში და დარწმუნებაშ რომ პროდუქტი საჭირო და გამომდგარია.
მოგეხსენებათ ყიდვა-არყიდვის გადაწყვეტა საბოლოო ჯამში მომხმარებლის მხრიდან ხდება ფასიდან გამომდინარე, ეცადეთ მოიძიოთ ფასები სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებზე და დააწეროთ ნაკლები ფასი, თუნდაც ერთი ₾არით.  აუცილებლად განათავსეთ ინფორმაცია გარკვევით ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით და სხვა დამატებითი ინფორმაციები რომლებიც გასცემს პასუხს მომხმარებლის კითხვებს.
   თუ თქვენ ხართ ფოტოგრაფი, წარმატებისთვის დაგჭირდებათ ლამაზი ვებსაიტი რომელმაც მისი როლი უნდა შეასრულოს მსურველთა მიზიდვაში. გამოიყენეთ გრაფიკული დიზაინი, რომელიც იქნება მკვეთრ და მუქ ფერებში, ეს ვიზიტორს დაეხმარება ყურადღების გაფანტვისგან და კონცენტრაციას გაუკეთებს ნამუშევრების ფერების და ხარისხის აღქმაზე.
აუცილებლად განათავსეთ საუკეთესო ფოტოები საიტის დასაწყისში, საუკეთესო ფოტოები უნდა შეარჩიოთ მომხმარებლის თვალსაზრისით და არა ფოტოგრაფის, მომხმარებელი კონცენტრირებულია ვიზუალურ მხარეზე და შეიძლება არ ჩაუღრმავდეს ფოტოს შინაარსობრივ მხარეს. აუცილებელია საიტს ქონდეს ფუნქცია ფოტოს შეფასების, კომენტარის და დამატებითი დათვალიერების რეჟიმი ფოტოს ახლო მაშტაბზე.
შექმენით გვერდი სადაც განათავსებთ თქვენს პროფესიონალურ ფოტოაპარატს და მის შესაძლებლობებს წარმოაჩენთ, დაურთეთ პატარა ისტორია თუ რატომ გადაწყვიტეთ მისი შეძენა და რით ხართ კმაყოფილი მისით.
არ გამოაქვეყნოთ ფოტოს გადაღების ფასები და დეტალები, ეს დეტალი ვიზიტორს ორიენტირებულს გახდის ფასსზე და დაეხმარება ნაჩქარები გადაწყვეტილების მიღებაში დაგიქირაოთ თუ არა. ფასის არ ქონის შემთხვევაში ვიზიტორს საშუალება აქვს ფასის ძიებასთან ერთად დეტალურად გაეცნოს ნამუშევრებსაც და სწორად შეაფასოს თქვენი პროფესიონალიზმი.
   გახსოვდეთ რომ ვებსაიტი არის უმნიშნელოვანესი დეტალი და მას შეუძლია წარმოაჩნოს თქვენი საქმიანობა, ხარისხი, დეტალები და ამის შესახებ გაიგოს მსოფლიომ.
კარგად მოიფიქრეთ საიტის მისამართი, აუცილებელია იყოს მარტივად სამახსოვრო, შედარებით მოკლე სიტვყისგან შემდგარი, წარმოსათქმელად შეთავსებადი იყოს დომენურ ზონასთან.
  პერიოდულად შეიტანეთ განახლებები საიტზე და გახადეთ საინტერესო.

თუ როდესმე გადაწყვეტთ ვებსაიტის შექმნას, გაითვალისწინეთ ეს დეტალები და გახსოვდეთ რომ არსებობს ვებსტუდია OneStudio.ge რომელიც ყოველთვის მზადაა მოერგოს თქვენს ბიუჯეტს და შექმნას თქვენს საქმიანობაზე და იდეაზე მორგებული მაღალი ხარისხის ვებსაიტი.