One

Edit

მუსიკა მოტივაციისთვის

შეგიძლიათ მოუსმინოთ ფონურ რეჟიმში

Add Your Heading Text Here

onestudio-removebg-preview

როგორ გავხდი დეველოპერი

ამ ბლოგში ვისაუბრებ ვებ დეველოპმენტთან დაკავშირებით და ვეცდები გადმოგცეთ  ის გამოცილება, რომელიც თავად მივიღე და დამეხმარა ვებდეველოპერად ჩამოყალიბებაში.
ეს ყველაფერი ბავშვობის ასაკიდან დაიწყო.ეს იყო 2005-2006 წლის პერიოდში, როცა 13 წლის ვიყავი. ამ პერიოდში ვების შესახებ არაფერი ვიცოდი, ან საიდან მეცოდინებოდა როცა კომპიუტერი და ინტერნეტიც არ მქონდა. მოულოდნელად მაჩუქეს მობილური ტელეფონი SAMSUNG C120 ქართული მენიუთ, ალბათ ყველას გახსოვთ ეს მობილური ტელეფონი. აი, სწორედ მაშინ ვეზიარე პირველად ინტერნეტს.
დროთა განმავლობაში ვაწყდებოდი საიტებს რომლებზეც იყო თამაშები, პროგრამები და სხვადასხვა კონტენტი, დროდადრო ვინტერესდებოდი ,თუ როგორ აკეთებდნენ ამ ყველაფერს და ერთ დღესაც მოვხვდი რუსულ საიტზე, რომელსაც საიტის ბოლოში ქონდა ლინკი wen.ru. ვინაიდან საიტის მისამართებს არ ვფლობდი და ყველა ლინკს ვიყენებდი სხვადასხვა საიტებზე მოსახვედრად, wen.ru-ზეც დავკლიკე… რუსული მეტნაკლებად ვიცოდი, თუმცა ამოვიკითხე საიტის შექმნა, გავხსენი გვერდი , სადაც რამდენიმე ველი იყო შესავსები, მეც რა თქმა უნდა უკან არ დამიხევია,  მივხვდი რომ ახლოს ვიყავი ჩემს კითხვასთან ,,როგორ კეთდება საიტი’’. ამიტომაც შევუდექი ველების შევსებას და მივიღე საიტი puzsu.puz.su მართალი გითხრათ ისე ვჩქარობდი პროცესის დასრულებას, მისამართზე აღარც მიფიქრია რა იქნებოდა, სწორედ ამიტომ გავაერთიანე დომენის სახელი და ზონა საიტის  სახელში. ეს პროცესი რომ დავასრულე ,მარტივ კონსტრუქტორს შევყევი, სადაც ეწერა დავამატოთ ტექსტი, დავამატოთ ფოტო, დავამატოთ ლინკი და ა. შ. აღმოვაჩინე რომ, საიტი შევქმენი და ალბათ ჩემზე ბედნიერი მაშინ არავინ იყო… თუმცა სიხარული ამით არ დასრულებულა , გაგრძელდა ამ ყველაფრის რედაქტირების ფანჯრით, სადაც HTML კოდის სახით გამომიჩნდა ყველაფერი, რაც კონსტრუქტორით ავაწყვე. პირველი მახსოვს რაც წავშალე ამ კოდიდან იყო < b > თეგი, შევინახე გვერდი ,  შევედი საიტზე და აღმოვაჩინე, რომ ტექსტის სისქე დაიკარგა… უკვე კონსტრუქტორი საინტერესო აღარ იყო, დავიწყე სხვადასხვა თეგების წაშლა და გვერდის შენახვა, რომ მენახა რა ცვლილებას გამოიწვევდა საიტზე. ასე ვეზიარე პირველ კოდს ,რომელიც ძირითადად HTML თეგებისგან შედგებოდა. დრო გადიოდა და ვხვდებოდი ,რომ უფრო მეტი შესაძლებლობები არსებობდა უკეთესი საიტის შესაქმნელად. ერთ დღესაც მოვხვდი ქართული საიტიდან ქართულ wap ფორუმზე, რომელსაც მისამართად  ჰქონდა wapforum.ge .სწორედ ამ ფორუმიდან დაიწყო ჩემი ყოველდღიური განვითარება. ფორუმი მიუხედავად იმისა რომ მრავალპროფილიანი იყო, აქტიურად მოიცავდა საიტების აწყობის და სკრიპტების თემებს.
ფორუმზე უფასოდ და უანგაროდ ეხმარებოდნენ ერთმანეთს და დებნენ სხვადასხვა საიტების სკრიპტებს და ჩათებს. მიხვდვი რომ ტელეფონი აღარ მყოფნიდა. ამიტომაც შევიძინე  დამტვრეული ლეპტოპი  100$-ად ქუთაისში.სახლში რომ მოვიტანე, აღმოვაჩინე რომ არსებობს ოპერაციული სისტემა windows და რომელიც დაზიანებული ჰქონდა ჩემს ლეპტოპს. დავურეკე ჩემს მეგობარს ,ვახარე შენაძენის შესახებ და  ვუთხარი რომ ვერაფერი გავუგე .აღმოჩნდა რომ ახალნასწავლი ჰქონდა windows-ის დაყენება და დამეხმარა კომპიუტერის გამართვაში, დავაყენეთ windows xp და ტელეფონიდან USB კაბელით გავაზიარეთ ინტერნეტი. დაწვრილებით რომ არ მოვყვე ეტაპები  რომლებიც გავიარე, მივედი განვითარების იმ ეტაპზე რომ სკრიპტებს ,რომელიც ვახსენე ,ვიწერდი კომპიუტერში ,შემდეგ ვარედაქტირებდი ტექსტრედაქტორით.  აღმოჩნდა, რომ მხოლოდ HTML თეგები არ არის საიტის შესაქმნელად საკმარისი .არსებობს PHP და SQL, რომელიც თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანებმა იციან. დავიწყე ფორუმზე ძიება ,თუ როგორ უნდა ჩამერთო ეს სკრიპტი დომენზე. აღმოჩნდა რომ, puzsu.puz.su წარსულს ბარდება და იწყება ახალი საფეხური, სადაც მექნება დომენი და ჰოსტინგი. ამ პერიოდში wapforum.geს ფლობდა ერთი კარგი პროგრამისტი, რომელსაც ჰქონდა ჰოსტინგი ini.ge და ე.წ. ნიკი ,,მანიჯა’’ ან ,,მანიჟა’’ ,რადგან ლათინურად ეწერა ,,ჟ’’ და ,,ჯ’’ გარჩევა ვერ მოვახერხე. ეს ადამიანი ვხედავდი რომ აქტიურად ეხმარებოდა ფორუმელებს სკრიპტების დაყენებაში და დიდ როლს ასრულებდა ამ სფეროთი დაინტერესებული ფორუმელების განვითარებაში.
იმ პერიოდში .GE დომენის რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში არ ხდებოდა და დომენის რეგისტრაცია მხოლოდ ოფისში მისვლით იყო შესაძლებელი, მეც არ დავაყოვნე და ვესტუმრე უახლოეს ქალაქს ბათუმს. სიმართლე გითხრათ არც მაშინ ვიყავი ჩამოყალიბებული თუ რა უნდა რქმეოდა საიტს, რადგან სასწავლად მჭირდებოდა და კონტენტი გათვალისწინებული არ მქონდა. ერთი რამ ვიცოდი, რომ დომენის სახელი უნდა ყოფილიყო მოკლე და ადვილად დასამახსოვრებელი, ამიტომაც დავარეგისტრირე SEV.GE და გავხდი ოფიციალური რეგისტრანტი, ,,Manija’’კი დამეხმარა თავის ჰოსტინგზე ინტეგრაციაში და სკრიპტის დაყენებაში, რომელიც იყო შავთეთრი wapchat. მოგეხსენებათ ამ პერიოდში სოციალური ქსელები აქტუალური ჩვენს ქვეყანაში არ იყო და კომუნიკაციის თვალსაზრისით თინეიჯერებში მაგთიჩათი სარგებლობდა. ამიტომაც დავესხი თავს და რამოდენიმე ადამიანი გადმოვიბირე რომ ჩემს ჩათში გადმოსულიყო, მივანიჭე სხვადასხვა სტატუსები, ადმინი, მოდერი და მოვიგე მათი გული, ამ ხალხმა თავისი მეგობრებიც მოიყვანა და ასე ავამუშავე SEV.GE, როგორც გაცნობის საიტი/ჩათი.
ეს ყველაფერი მაკმაყოფილებდა, მაგრამ იყო მეორე მხარე, რომელიც მომხმარებლებს არ ეხებოდა. მინდოდა ამ ჩათის განვითარება და  მომხმარებლების შენარჩუნება, ამიტომ ფორუმს აქტიურად ვიყენებდი და .php ფაილების რედაქტირებასთან ერთად ვცდილობდი გამერკვია სინტაქსების მნიშვნელობა. დროთაგანმავლობაში ვახერხებდი ცვლილებების შეტანას სკრიპტში და ვიწერდი მოდულებს, რომელიც შედგებოდა როგორც .php  ასევე .SQL ფაილისგან, რომელებიც ემსახურებიან მონაცემთა ბაზას.
დრო გადიოდა განვითარება წინ სინათლის სისწრაფით მიდიოდა, სტიმულს მაძლევდა ყველა ფორუმელი, რომელიც ჩემზე კარგ საიტს/ჩათს წარმოადგენდა, ამიტომაც გამოვიჩნე დიდი მონდომება და ფეხი ავუწყვე განვითარების სისწრაფეს . თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ამ ყველაფრისგან სამოყვარულო განათლება მივიღე პროგრამულ ენებში, სხვა არაფერი არ შემრჩა. დრო მოდიოდა ვებინტერნეტის და დღითიდღე ოჯახებს ემატებოდა კომპიუტერები, ამიტომაც ვებსაიტები ხდებოდა აქტუალური. მეც რათქმაუნდა გამიჩნდა ახალი ინტერესი, რომ შემექმნა საიტი კომპიუტერისთვის .ამ დროს  კომპიუტერსაც უკეთ ვფლობდი და უკეთესი კომპიუტერიც მქონდა.
SEV.GE-სთვის დრო აღარ მრჩებოდა, თან მენანებოდა ჩათის წაშლა და ვებსაიტის აწყობა ამ დომენზე, რადგან ხალხი მიჩვეული იყო, ყოველდღიური კომუნიკაცია ქონდათ და მეტროებთან პაემნებსაც კი ნიშნავდნენ ჩათში გაცნობის შემდეგ.
ამიტომაც კომპიუტერში დავაინსტალირე Apache Server, რომელიც იყო ვირტუალური ჰოსტინგი და შეგეძლო სკრიპტის ჩართვა. როცა გავერკვიე ვებსაიტების სტრუქტურაში, გადავწყვიტე ამეწყო თამაშების და პროგრამების საიტი, რომელშიც გამოვიყენე ძრავა DLE და ჩავრთე ნაჩუქარ დომენზე, რომელის მისამართსაც გარკვეული მიზეზების გამო არ დავასახელებ.ვაკოპირებდი თამაშის და პროგრამის ლინკებს  სხვადასხვა საიტებიდან, მაგრამ კომპიუტერის სიმძლავრე გატესტვაში ხელს არ მიწყობდა,ამიტომ მომხმარებლები უკმაყოფილოები იყვნენ ,პროგრამა/თამაშის უმეტესი ნაწილი არ მუშაობდა. შესაბამისად ამ (პროექტმა) წარმატებისკენ შემაფერხა. ამ წარუმატებლობის შემდეგ დადგა რევოლუციის პერიოდი, როცა ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ვიდეოგაკვეთილები, სადაც შესაძლებელი იყო გესწავლა პროგრამული ენები, როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულად. იყო ნაჩვენები კოდის წერა და მისი მნიშვნელობები. მეც გამოვიყენე ეს შანსი და მივიღე გარკვეული ცოდნა, რომელიც ძალიან სასარგებლოდ გამოვიყენე და დღესაც ვტრენინგდები პერიოდულად.
დღეს უკვე სხვა გეგმები და მიზნები მაქვს, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ სხვასთან მუშაობით დავხარჯო ჩემი ცოდნა, ამიტომაც შევქმენი ვებსტუდია, სადაც ახლა იმყოფებით, ვამზადებ საიტებს თუმცა, დამკვეთები ორიენტირებულია დაბალ ბიუჯეტზე და ამისთვის ვიყენებ WordPress ძრავას, მაგრამ მზად ვარ დიდი შეკვეთების მისაღებად, სადაც საჭირო იქნება კოდის წერა და თეთრ ფურცელზე  და დამკვეთის ფანტაზიების გაციფრულება.
ვეცადე მოკლედ გადმომეცა ეს ისტორია დასაწყისიდან-დღემდე. მაგრამ გაცილებით საინტერესოა ეს სფერო და გირჩევთ დაინტერესდეთ ვებდეველოპმენტით.